პრეზიდენტის განცხადებით, ავღანეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ ახალი ვითარება იქმნება და საქართველოს სტაბილურობა, უსაფრთხოება მეტად იქნება დამოკიდებული ევროპაზე, ვიდრე აქამდე იყო.
“როდესაც ჩვენს მოქალაქეებს ვპირდებით მეტ ევროპას საქართველოში და მეტ საქართველოს ევროპაში, ევროპელ პარტნიორებს 2024 წელს კანდიდატურის განაცხადის შეტანას, ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელია, ამ გზაზე შევინარჩუნოთ ჩვენი პარტნიორების სრული ნდობა და მხარდაჭერა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.