ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივით, დღეს დაიწყო დისკუსიების ციკლი „საუბრები ორბელიანების სასახლეში“. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პირველი შეხვედრა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს მიეძღვნა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: მიხეილ ბახტაძემ, გია მურღულიამ, ლევან გიგინეიშვილმა, ნუკრი შოშიაშვილმა, ბაჩო შურღაიამ და სანდრო ცაგარელმა.
პრეზიდენტის პრესამსახურის ცნობით, დისკუსიების ციკლი შეეხება ეროვნული და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და სამეცნიერო-საგანმანათლებლო თემებს.
დისკუსიები ხელმისაწვდომი იქნება ორბელიანების სასახლის ოფიციალურ youtube არხზე.