LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის ოჯახი “ჭრელი წინდების” აქციას შეუერთდა

218

დაუნის სინდრომის მქონეთა მხარდამჭერ “ჭრელი წინდების” აქციას პრეზიდენტის ოჯახი შეუერთდა.

გიორგი მარგველაშვილის “ფეისბუქზე” მისი მეუღლის მაკა ჩიჩუასა და შვილის ფოტოა გამოქვეყნებული წარწერით: “ვუერთდებით ჭრელი წინდების კამპანიას#წინდამინდა! ”

დღეს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. “საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია“ წელს  უკვე მეშვიდედ აღნიშნავს ამ დღეს.

მსურველები, ერთი წყვილი ჭრელი წინდის შეძენით, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ეხმარებიან.

magti 5g