პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 125 300 ლარი მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების მედიკამენტების ვაუჩერებისთვის გამოიყო.
როგორც ”ფორტუნას” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პროექტი კომპანია „ავერსი ფარმასთან“ ერთად ხორციელდება.
„მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ფუნქციონირებს კორპორატიული პასუხისმგებლობის კლუბი, რომელშიც გაწევრიანებულნი არიან კერძო ბიზნესორგანიზაციები. მათ შორისაა ფარმაცევტული კომპანია „ავერსი ფარმა“, რომელმაც გამოხატა მზადყოფნა მონაწილეობა მიიღოს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისათვის მედიკამენტებით უზრუნველყოფაში“,- განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.