პრეზიდენტის რეზიდენციაში გათბობა ჩართული არაა. ამის შესახებ, „ტვ პირველის“ ეთერში კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, ამ დროისთვის, ორბელიანების სასახლეში მხოლოდ ორი ოთახი თბება.
„დღეს ვიყავი (ორბელიენის სასახლეში) და გათბობა გამორთული აქვთ, პრეზიდენტის სასახლეში თბება ორი ოთახი. ჩვენ სადაც შევიკრიბეთ, მერე გვითხრეს, იქ ერთი ოთახი თბება, თუ ორი ოთახიო და გადაგვიყვანეს იმ ოთახში.
ეს პირველად კი არ ხდება, წინა შეხვედრაზე, როცა ვიყავი, ორი კვირის წინ, რატომ არის სიცივე -მეთქი, ვიკითხე და არ გვათბობენო. გამათბობლები დგას, 90-იან წლებში რომ იყო, წარმოგიდგენიათ? ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ,” – ამბობს ხაზარაძე.