პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და მაკა ჩიჩუას პატარა ბიჭუნა თემო სოცქსელებში ძალიან პოპულარულია. პატარას ფოტოები უამრავ მოწონებას იმსახურებს.
ახლახან პირველმა ლედიმ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც პატარა თემო ზღვის სანაპიროზე ნებივრობს. მაკამ ფოტოს დააწერა: „ზღვა და თემო“.
კომენტარებმაც, რა თქმა უნდა, არ დააყოვნა: „მიყვარს ეს ბიჭი ძალიან“, „რამხელა ბიჭი გაზრდილა“, „რა სილამაზეა, ვგიჟდები ამ ბავშვზე“, „მინდა, როდესმე გავიცნო“, „მოეწონა ზღვა?“