LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის სიძის განცხადებით, საკუთარ სახლთან დაჭრეს, თუმცა მეზობლებს გასროლის ხმა არ გაუგიათ

181

პრეზიდენტის სიძეს, მინდია გოგოჭურს, სავარაუდოდ, დღეს დაკითხავენ. სამართალდამცველები რესპუბლიკურ საავადმყოფოში, შესაძლოა, დღის მეორე ნახევარში მივიდნენ. ამ ეტაპზე პრეზიდენტის სიძე მხოლოდ იმას აცხადებს, რომ თავს მთაწმინდაზე, მისსავე საცხოვრებელ სახლთან ახლოს დაესხნენ.

მინდია გოგოჭურის დაჭრის შესახებ მეზობლები დამატებით ინფორმაციას არ ფლობენ. მათი განმარტებით, მომხდარის თაობაზე მედიით გაიგეს. როგორც ისინი ყვებიან, არც გასროლის და არც შელაპარაკების ხმა არ გაუგიათ.

ამჟამად სახლში, რომელშიც მინდია გოგოჭური ცხოვრობს, დაკეტილია.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტის სიძეს ორივე ფეხზე, ბარძაყისა და წვივის არეში ცეცხლნასროლი ოთხი გამჭოლი ჭრილობა აღენიშნება. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g