LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის უარი ხალვაშს

54

საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესებს ვერ დაესწრება, რადგან ეს აღქმული იქნება, როგორც სასამართლოზე გავლენის მოხდენის მცდელობა, ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ განაცხადა.

„რაიმე სამართლებრივ მონიტორინგს ვერ განვახორციელებთ, თუმცა რადგან ეს საქმე არის უაღრესად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი, აქტიურად მივადევნებთ თვალყურს. რა დახმარებაც აღუთქვა პრეზიდენტმა  ხალვაშს, არის ის, რომ მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე შეეცდება, შეიქმნას მშვიდ გარემოში სასამართლო აგდაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა,“ – ამბობს კოჟორიძე.

მისივე თქმით, თუ შევადარებთ დღევანდელ ვითარებას 5 დღის წინანდელს, დღეს ბევრად უკეთეს პირობებში შეუძლია სასამართოს გადაწყვეტილების მიღება, რის ხელშესაწყობადაც „პრეზიდენტმა აქტიური მოქმედებები განახორციელა“.

magti 5g