საქართველოს პრეზიდენტმა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა.
სალომე ზურაბიშვილმა 10 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული შეიწყალა.
შეწყალებულებიდან სამი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისგან, ხოლო, შვიდ მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.
შეწყალების აქტი ასევე შეეხო ორ პირობით მსჯავრდებულს.
2021 წლის 26 მაისს პრეზიდენტმა ჯამში 12 პირი შეიწყალა – 10 თავისუფლებაღკვეთილი და ორი პირობით მსჯავრის მქონე.