LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა 152 მსჯავრდებული შეიწყალა

51

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს შეწყალების მორიგ აქტს მოაწერა ხელი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს, შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ პრესკონფერენცია გამართა.

ზვიად ქორიძის განცხადებით, პრეზიდენტმა 152 მსჯავრდებული შეიწყალა, აქედან 14 ქალი და 8 არასრულწლოვანია. მათგან 103 მსჯავრდებული საპატიმრო დაწესებულებას დატოვებს დღესვე, აქედან 7 ქალი და 2 არასრულწლოვანი.

49 მსჯავრდებულს კი, სხვადასხვა დოზით შეუმცირდა  სასჯელი, აქედან 7 ქალს და 6 არასრულწლოვანს.

გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა  შეწყალების საკითხთა კომისიის მიერ მიწოდებული რეკომენდაციების საფუძველზე მიიღო.კომისიის სხდომა  2015 წლის 28-30 სექტემბერს  გაიმართა, რომელმაც  910 პირის საქმე განიხილა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g