საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“, რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 168 პირი.
„დღეს საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 168 მსჯავრდებული, რომელთაგან 6 ქალბატონია. შეწყალებულთაგან 114 პირი, მათ შორის 4 ქალბატონი, დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, დანარჩენი 54 მსჯავრდებულს კი, სხვადასხვა ფორმით შეუმცირდება შეფარდებული სასაჯელი“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ.
შეწყალების კომისიამ სულ 1095 პირის საქმე განიხილა.