LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა 19 პატიმარი შეიწყალა

122
cixe

პრეზიდენტმა 19 პატიმარი შეიწყალა, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

„სააღდგომო დღესასწაულებთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში შეიწყალა 19 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული, აქედან 2 ქალბატონი. ისინი დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ,”- განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

მისივე თქმით, ასევე შეწყალებულია 23 პირობითი მსჯავრდებული.

“აქედან 2 ქალი. 21 პირობითი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისგან, მათ შორის, 3 პირობითი მსჯავრდებული შეწყალებული იქნა ასევე თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევისგან, ხოლო 2 მსჯავრდებულს შეუმცირდა პირობითი მსჯავრის მოსახდელი ვადა”, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g