LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა 95 მსჯავრდებული შეიწყალა

47

საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტით 95 მსჯავრდებული შეიწყალა.

თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს დღეს 69 მსჯავრდებული დატოვებს, მათგან 10 ქალბატონი და 2 არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა.

პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე, 26 მსჯავრდებულს შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა და მათგან 2 ქალბატონი და 2 არასრულწლოვანია.

შეწყალების კომისია აღნიშნულ აქტზე 2016 წლის 20 – 23 აპრილამდე მუშაობდა. სულ შეწყალების კომისიამ განიხილა 597 პირის საქმე და  საქართველოს პრეზიდენტს შესაბამისი რეკომენდაციები წარუდგინა.

ზვიად ქორიძის განცხადებით, შეწყალებულთა შორის არ არიან განზრახ მძიმე დანაშაულებზე მსჯავრდებული პირები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები