LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა

155
Capture

“გავეცანი წმინდა სინოდის შუამდგომლობას და მივიღე გადაწყვეტილება, რომელზე მთლიანად ვიღებ პასუხისმგებლობას”, – საქართველოს პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდინტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეს მისი მყარი გადაწყვეტილებაა. პრეზიდენტმა საშობაოდ 5 ადამიანი შეიწყალა.

“ვერ მოვნახე არგუმენტი, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ასეთი დანაშაულისთვის შეწყალებას ვერ გაიგებს. წმინდა სინოდის თხოვნა იმიტომ არ გავითვალისწინე, რომ შეწყალება სინოდის წიაღში და სახელმწიფოს მხრიდან ერთმანეთისგან განსხვავდება. ამ განსხვავების დამადასტურებელი მაგალითები მსოფლიოშიც მრავლად არსებობს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი არ, ან ვერ შეიწყალებს მამალაძეს - დეკანოზის ადვოკატი

საშობაო შეწყალებამდე ორი დღეა დარჩენილი, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი უცნობია.

შეგახსენებთ, 31 ოქტომბერს, სინოდის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღეს პრეზიდენტს დეკანოზ მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით მიმართონ. როგორც სხდომის მდივანმა, მეუფე დანიელმა განაცხადა მიზეზი მამალაძის ჯანმრთელობის და ოჯახის მძიმე მდგომარეობაა.

სალომე ზურაბიშვილი მორატორიუმის შემდეგ შეწყალების აქტს ხვალ, საშობაოდ პირველად გამოსცემს.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა 2017 წლის 5 სექტემბერს შეეფარდა. დეკანოზის ოჯახი 1 წელია მის შეწყალებას ითხოვს.

magti 5g