LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა ძალადობრივ დანაშაულებებთან დაკავშირებით გამოცხადებული მორატორიუმი გააუქმა

78

საქართველოს პრეზიდენტმა 2018 წლის 17 აპრილს ძალადობრივ დანაშაულებებთან დაკავშირებით გამოცხადებული მორატორიუმი გააუქმა. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განაცხადა, მორატორიუმი იმ კონსულტაციების საფუძველზე გაუქმდა, რომელიც პრეზიდენტმა და შეწყალების კომისიამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საზოგადოებრივ ჯგუფებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან გამართა.

ქორიძის თქმით, პრეზიდენტმა მორატორიუმი 23 ივლისს მოხსნა და შეწყალების კომისიას საშუალება მიეცა, ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის შემცველი საქმეები განეხილა.

ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ, სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის, კახი კახიშვილისა და პრეზიდენტის შეხვედრისას გამოითქვა მზადყოფნა შეწყალების კომისიის შემადგენლობაში სამინისტროს წარმომადგენლის შეყვანის თაობაზე, თუმცა, სამთავრობო ცვლილებებისა და რეორგანიზაციის შემდეგ, იუსტიციის სამინისტრომ პენიტენციური სისტემის წარმომადგენლის კომისიის შემადგენლობაში ჩართვაზე უარი განაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები