საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაეროში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნას ხელი მოაწერა – ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივ მაუწყებელს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
დავით ბაქრაძე აღნიშნულ თანამდებობაზე კახა იმნაძეს შეცვლის.
დავით ბაქარაძეს ახალ თანამდებობაზე წარმატება, გაეროში საქართველოს ყოფილმა წარმომადგენელმა, კახა იმნაძემ უსურვა.
Leaving NY, proud to have made my contribution to the cause of #Georgia & of #UN.
Wishing best to my successor @BakradzeDavid.
Eagerly looking forwrd to my next stint in #Ottawa, building on my dear old friend Amb.Kavtaradze’s work for #Georgia?? – #Canada?? friendship & co-op pic.twitter.com/xE1AyiQMMd— Kaha Imnadze (კახა იმნაძე) (@kahaimnadze) August 30, 2022
ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე თვის განმავლობაში უარს ამბობდა და ხელს არ აწერდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნას.
დავით ბაქრაძე წარსულში აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობას იკავებდა.