LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა ისეთი პირი შეიწყალა, რომელიც 2009 წლიდან დღემდე ძებნილია – თეა წულუკიანი

1878
tea saome 3

პრეზიდენტის მიერ კიდევ ერთი შეწყალებული პირი ჯერ კიდევ ძებნილია. იუსტიციის მინისტრი არ მალავს გაოცებას და აცხადებს, რომ ეგონა, ზურაბიშვილი აზრს მაინც იკითხავდა.

“მოლოდინი მქონდა, პრეზიდენტი ან მისი ადმინისტრაცია იკითხავდა ჩვენგან აზრს – ესა და ეს პატიმარი ჩვენგან შეწყალებას ითხოვს და ნამდვილად შვილები ჰყავს სახლში? ნამდვილად ავად არის? ნამდვილად სიმსივნე აქვს თუ არა? ამგვარი კონტაქტიც არ შემდგარა. 

"ქოცებმა გაგვასწრეს ზურაბიშვილის ლანძღვაში" - შეწყალების გამო პრეზიდენტი ყველამ გააკრიტიკა

კრიტიკა და შეწყალების მექანიზმის კიდევ ერთხელ გადახედვის მოთხოვნა გაისმა საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის მხრიდანაც.

ჩვენ პირდაპირ მივიღეთ პრეზიდენტის ხელმოწერილი აქტი, რის შემდეგაც 24 პირიდან 23 პირი გათავისუფლდა საპატიმროდან, ერთი ვერ გათავისუფლდებოდა იმიტომ, რომ ის დღესაც არის ძებნილი”, – განაცხადა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

იუსტიციის მინისტრს ეს პირი არ დაუსახელებია, თუმცა ტქვა, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებული მოქალაქე 2009-10 წლიდან იძებნება. 

სახალხო დამცველი სალომე ზურაბიშვილისგან განმარტებებს ითხოვს

ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ შეწყალების უფლება მის დაუსაბუთებლად გამოყენებას არ გულისხმობს

წულუკიანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეწყალების უფლება ვერ იქნება ულიმიტო და უსაზღვრო.

“წინააღმდეგ შემთხვევაში, მივალთ ისეთ სამწუხარო შედეგებამდე, როგორც მარიამობის შეწყალებაზე, როცა მკვლელობის მუხლით გასამართლებული 3 ადამიანი იქნა შეწყალებული”, –აცხადებს, მინისტრი.

შეგახსენებთ, ქვეყნის პირველმა პირმა 28 აგვისტოს 35 პირი შეიწყალა. მათ შორის სამი ადამიანი მკვლელობისთვის მსჯავრდებული იყო, რამაც არა მხოლოდ ოპოზიციაში, არამედ საპარლამენტო უმრავლესობაშიც უკმაყოფილება გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g