პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში საახალწლო ნაძვის ხის ზეიმზე დევნილ ბავშვებს უმასპინძლა.
საქართველოს პრეზიდენტმა წეროვანიდან და წილკანიდან ჩამოსულ ბავშვებს დამდეგი შობა – ახალი წელი მიულოცა და ჯანმრთელობა და ბედნიერება უსურვა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბავშვებმა პრეზიდენტის სასახლის მთავარი ჩიჩლაკი პრეზიდენთან ერთად აანთეს და სადღესასწაულოდ ჩიჩილაკებით მორთული პრეზიდენტის სასახლის ეზო დათვალიერეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
დღესვე ორბელიანების სასახლის წინ დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა წინასაახალწლო საქველმოქმედო აქცია გამართა.