საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები წარადგინა.
მანამდე, მიმდინარე წლის ივნისში სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად გიორგი ბაქრაძისა და დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურები წარუდგინა, თუმცა პარლამენტმა მათ კანდიდატურებს მხარი არ დაუჭირა.