LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პრეზიდენტმა ქვეყნის ინტერესები პერსონალურ შეხედულებებზე წინ დააყენა“ – კელი დეგნანი სკანდალურ შეწყალებაზე

144
სალომე კელი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ონლაინ პრესკონფერენციის დროს გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების საკითხს შეეხო.

ელჩის თქმით, პრეზიდენტმა დეპოლარიზაციისთვის გამბედავი გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გაბედული გადაწყვეტილება დაძაბულობის განსამუხტად და დეპოლარიზაციისთვის. კარგად ჩანდა, რომ ეს მისთვის რთული გადაწყვეტილება იყო. მან ქვეყნის ინტერესები, პირად ინტერესებზე წინ დააყენა, ეს არის ნამდვილი ლიდერის ქცევა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტის ნაბიჯი დაეხმარება, შეიქმნას პირობები სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნებისთვის, რაც ასე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, რადგან ამ პროცესს დიდი ყურადღებით აკვირდება ყველა და ქვეყანამ უნდა შეძლოს და წარმოაჩინოს თავისი ერთგულება დემოკრატიის მიმართ, სანდო, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნებით“, – განაცხადა დეგნანმა.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება 15 მაისს მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g