ეს ცრუ ბრალდებები უხერხულია. თქვენ არაფერ შუაში არ ხართ, მაგრამ ვინც ამას გავალებთ, ეგ არის უბედურება. სტატისტიკა შეგიძლიათ ნახოთ, მათემატიკაა, დათვლა ისწავლეთ, – ასე მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს, რომლებიც მას კრიმინალის მატებასთან დაკავშირებით ეკითხებოდნენ.
ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტს სამართალდამცავი უწყება არ გაუკრიტიკებია როდესაც აღნიშნა, რომ „სამარცხვინოა, როცა დღეს საქართველოში ქალთა სასტიკი მკვლელობა ბავშვების თვალწინ ხდება“.
„ეს არ იყო კრიტიკა. პრეზიდენტმა რამდენიმე ფაქტზე გააკეთა აქცენტი. მე ამას კრიტიკად არ ვთვლი, პირიქით, დიდი მადლობა.
ეს საკითხი დარეგულირებულია ძალიან მაღალ დონეზე. ჩვენ პარტნიორებთან ერთად ევროპული სტანდარტებია გადმოტანილი“, – განაცხადა გომელაურმა.
იხილეთ ვრცლად, პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაკეთებული განცხადებები:
ვახტანგ გომელაური: დღეს ჩვენ გვყავს სამართლიანობასა და ადამიანის ინტერესებზე ორიენტირებული პოლიცია
პრემიერი: პოლიციელი უნდა იყოს ხელშეუხებელი.. სასიხარულოა, რომ ქართული პოლიცია აღარ არის პოლიტიზებული