LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა სააკაშვილი უნდა შეიწყალოს, ეს გამოსავალია: მანჯგალაძე

76
1

პარლამენტის წევრი პაატა მანჯგალაძე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას აფასებს და აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა მუდმივი დესტაბილიზაციისა და რყევების საფუძველი იქნება.

მანჯგალაძე კრიზისული ვითარებიდან გამოსვლის გზებზე საუბრობს და ამბობს, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილი უნდა შეიწყალოს, მისი თქმით, სწორედ ეს არის გამოსავალი:

“სავალდებულო არ არის, ყველა ყველას შეურიგდეს, ყველა გვიყვარდეს და კეთილგანწყობილი ვიყოთ. ჩვენი მოქალაქეების ვალდებულებაა, განსხვავებული აზრის გამო, ერთმანეთის განადგურება და დევნა არ გვინდოდეს.

ასეთი პრეცედენტები მსოფლიოში ყოფილა, როცა მხარეები თანხმდებიან, რომ ქვეყანაში პროცესების ასე გაგრძელება არ შეიძლება და ფუნდამენტურ საკითხებზე თანხმდებიან. არავინ არავის არაფერი უნდა აპატიოს, არ უნდა შეურიგდეს, ჩვენ სამართლებრივი დოკუმენტი გვჭირდება, რათა მომავალში არ იყოს პოლიტიკური ნიშნით დევნა და ანგარიშსწორება პოლიტიკური ლიდერების მიმართ.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება უნდა მოხდეს, რადგან სასამართლო არ არის თავისუფალი. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, როგორც არბიტრმა, მიხეილ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს. გამოსავალია ეს. სხვა მხრივ, მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში ყოფნა მუდმივი დესტაბილიზაციის და რყევების საფუძველი იქნება”, – თქვა მანჯგალაძემ.

ვიდეო: “შეიძლება, ცოტა დისტანცია დაიჭიროთ” – რას პასუხობს პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას

magti 5g