პრეზიდენტმა საპარლამენტო დღე როგორ ცუდადაც დაიწყო, ისე ცუდად დაასრულა – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტს ჰქონდა შესაძლებლობა მოესმინა ყველა შეკითხვა და ბოლოს ყველა კითხვისთვის პასუხი გაეცა.
“მან ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა, რაც სამწუხაროა, იმიტომ რომ მას ჰქონდა ამის შესაძლებლობა, გვირგვინი დაედგა 5 წლის თავზე საპარლამენტო დღისთვის. მან ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა.
მან კითხვებს ვერ გაუძლო. უნდოდა მასზე მოერგოთ რეგლამენტი არ მოარგეს, გაბრაზდა და წავიდა,”- აღნიშნა წულუკიანმა