LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელჩების კონფერენცია სალომე ზურაბიშვილმა დაამკვიდრა – რა საკითხებზე მსჯელობენ კონფერენციაზე

48405894_1624045677903196_5599026268801597440_n

„ყველა დიპლომატიური წარმომადგენელი ჩამოსულია. იქნება ინფორმაციის გაცვლა რა ხდება ჩვენთვის სტრატრგიულ ქვეყნებში და რა მხარდაჭერით ვიწყებთ,“ – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ელჩების კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს დაამკვიდრა.

„მნიშვნელოვანია, რომ ვიმსჯლებეთ დოკუმენტზე, რომელიც არის საგარეო კურსთან დაკავშირებით – როგორ უნდა იმუშავოს საგარეო უწყებამ იმ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, რომელიც დგას საქართველოს წინაშე,“ – დასძინა ზურაბ აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ ელჩების კონფერენცია წელს პირველად ახალი ფორმატით ტარდება. დღევანდელ კონფერენციას ასევე ესწრება საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი. მინისტრის თქმით, საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. ძალიან აქტუალურია, რომ ელჩების კონფერენციაც პასუხობდეს იმ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის აქტუალურია.

„თუკი წინა წლების განმავლობაში ელჩები, ძირითადად, ისმენდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან პრიორიტეტულ მიმართულებებს. წელს უფრო მეტი ჩართულობა იქნება მათი მხრიდან. გვექნება საუბარი მთავარ პრიორიტეტებზე, რაც გახლავთ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში,“ – განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრმა მუშაობა დაიწყო საგარეო კურსის სტრატეგიულ დოკუმენტზე. მისივე თქმით, პირველად ეს დოკუმენტი იქნება ძალიან მაღალი ლეგიტიმაციის.

„კომისია და საბჭო ელჩების ჩართულობით განიხილავს ამ დოკუმენტს. მას შემდეგ, რაც საბოლოო სახეს მიიღებს დოკუმენტს, მას დაამტკიცებს მთავრობა. პირველად მოხდება ის, რომ საგარეო პოლიტიკური სტრატეგია მთავრობის მიერ იქნება დამტკიცებული,“ – დასძინა ზალკალიანმა.

კონფერენციის მთავარი ლაიტმოტივი იქნება თავისუფლება, კეთილდღეობა და განვითარება, რაც საქართველოს მთავრობის პროგრამის ძირითადი ლოზუნგი.

magti 5g