LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტს აშშ-ში საქართველოს ელჩი არ შეხვდა

53

ამერიკაში ვიზიტის დროს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს ელჩს არჩილ გეგეშიძეს არც უნახავს და არც მისალმებია. პრეზიდენტმა განცხადება „რუსთავი 2“-ის ეთერში თოქ-შოუ „არჩევანში საუბრის დროს გააკეთა.

“საგარეო საქმეთა სამინისტროს ვალდებულებაა სწორი მორალი დიპლომატიური ეტიკეტი აღზარდოს ჩვენს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებში, ვინც არღვევს კანონმდებლობის მთელ რიგს, როდესაც პრეზიდენტს არ ხვდება იმ ქვეყანაში. მე იქ ჩემი კერძო ვიზიტით არ ვიყავი ჩასული, მე იქ ვიყავი ჩასული საქართველოს სამსახურში, როგორც საქართველოს პრეზიდენტი. შეხვედრების შედეგად საინტერესო საშინაო დავალებას დავუტოვებდი ქართულ დიპლომატიურ მისიას,”- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა გიგი უგულავას პროცესზეც ისაუბრა და ის მიიჩნევს, რომ დეპუტატებმა ევროპელ დიპლომატებთან ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიტანა ვერ შეძლეს.

“ჩემთვის გასაოცარია ქართველმა დეპუტატებმა ევროპელებამდე ვერ მიიტანეს უმნიშვნელოვანესი ფაქტი, რომ ამასთან დაკავშირებით საქართველოში ამ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო.  ჩვენმა სასამართლო სისტემამ ეს გადაწყვეტილება მყისიერად განახორციელა და ეს პროცესი ჩვენთან შედგა. ეს საინტერესო ინფორმაცია იქნებოდა იმიტომ, რომ იქ საუბარია წინასწარი პატიმრობის ვადის ხანგძლივობაზე. ამ ნაწილში კი საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგ კი საერთო სასამართლოების გადაწყვეტილება ეს რატომ არ უნდა ცოდნოდათ. რატომ ვერ მოხდა ამ ინფორმაციის მიწოდება?”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა თოქ-შოუ „რჩევანში

ამასთან, პრეზიდენტმა ის განცხადება განმარტა, რომელიც მან ნიუ-იორკში გააკეთა და სადაც საქართველოს ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის რადარებიდან გაქრობის შესახებ საუბრობდა. საქართველოს პრეზიდენტი გადაცემა არჩევანში ამბობს, რომ რადარებიდან გაქრობის შესახებ მოსაზრება აშშ მხარეს ეკუთვნის, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტ ობამას გეროს ტრიბუნიდან გამოსვლის მოსმენის შემდეგ გაიზიარა.

„აშშ პრეზიდენტი გეროს ტრიბუნიდან საუბრობდა იმ პოლიტიკის შესახებ, რომელსაც რუსეთი ახორციელებს თავის მეზობელი სახელმწიფოების მიმართ და ერთადერთი მაგალითი, რომელიც მოიყვანა პრეზიდენტმა ობამამ ეს უკრაინის მაგალითი იყო. ეს იმ ფონზე, როდესაც საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც პირველმა იწვნია თავზე რუსეთის აგრესია. საქართველოს ხსენება აბსოლუტურად ბუნებრივი იყო,“ – ამბობს გიორგი მარგველაშვილი, რომელიც არ მალავს, რომ მისთვის მძიმე იყო ბარაკ ობამას ამ გამოსვლის მოსმენა.

„მე ამ ნაწილში ობამას კრიტიკოსი ვერ ვიქნები. სამწუხაროდ ჩემთვის ეს ის ვითარებაა როდესაც საქართველოს საკითხი იმ ნაწილში სადაც კითხვის ნიშანი არ არსებობს, სადაც ვართ თავიდან ბოლომდე დაჩაგრული და დაპყრობილი მხარე, ბუნებრივია მე გული მტკივა როდესაც ასეთი რიტორიკა არ მესმის,“ – ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

ამასთან, იგი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის დელეგაციას უნდა მისცემოდა საშუალება გაეროსთვის მიემართა.

პრეზიდენტი ამბობს, რომ ის მიესალმა პრემიერმინისტრის გამოსვალს, თუმცა არა ფაქტს. მარგველაშვილი ამბობს, რომ ის შეეცადა ამერიკაში მყოფი ქართული დელეგაცია გაეძლიერებინა.

“მივესალმე პრემიერის გამოსვლას და არა ფაქტს, რომ გაეროში პრემიერი გამოდიოდა. მე მიმაჩნია, რომ ყველა წესით საპრეზიდენტო დელეგაციას უნდა მისცემოდა საშუალება გაეროსთვის მიემართა, მითუმეტეს ეს არ იყო მოლაპარაკება დეტალებზე, ეს იყო ქვეყნის წარმოჩენის შესაძლებლობა და ვალდებულება. ვიყავი რა აშშ-ში მე შევეცადე ქართული დელეგაცია გამეძლიერებინა, მაგრამ ქართული დელეგაციის გაძლიერება ბუნებრივი ნაბიჯია ნებისმიერი ქართველისგან. ამიტომაც მივესალმე ამ ყველაფერს და ჩემი რწმენით მათი მდგომარეობა გავაძლიერე.

მე მიმაჩნია, რომ ეს ჩემი გასაკეთებელი იყო. როცა საქართველოს ინტერესები იქნება გასაძლიერებელი ამას გავაკეთებ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რაღაც დეტალები არ იყოს სწორი,”- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა რუსთავი 2”ის პირდაპირ ეთერში საუბრის დროს.

ამავე გადაცემაში საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ გეგმავს და 20 წლიან პოლიტიკურ კარიერას გააგრძელებს. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ის ჯერ არ იტყვის, იყრის თუ არა კენჭს მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში.

“მე პოლიტიკაში ვიყავი ბოლო 20 წელია. როდესაც თავიდან ზურასთან ერთად ვიყავი, 2003 წლის არჩევნებზე მასთან ერთად ათეულში, შემდეგ ზურამ მცდარი გადაწყვეტილება მიიღო და სააკაშვილთან ერთად გააგრძელა პოლიტიკური კარიერა და მე გამოვეყავი პოლიტიკურ გუნდს და მარტო დავრჩი, რადგან ყველა აღტკინებული იყო იმ პოლიტიკური გუნდით.

მაშინაც ვიყავი აქტიური და არ გავჩერებულვა დაწყებული 2003 წლიდან ბოლო მომენტამდე.

მე ქართულ პოლიტიკაში ვიყავი, ვარ და ვიქნები სანამ მექნება უნარი, რომ ვიაზროვნო. ჩემთვის ძალიან დიდი დარდის და ზრუნვის საგანი იქნება პოლიტიკურ პროცესებში აქტიურობა.

მე ვაგრძელებ ჩემი ქვეყნისთვის ზრუნვას რამდენადაც მე მესმის ეს. ძალიან მნიშვნელოვანი პოსტია იყო საქართველოს არჩეული პრეზიდენტი.

ხშირად არის საუბარი, რომ ეს არის უფლებებში შეზღუდული პოსტი, მაგრამ ეს არ ასუსტებს პრეზიდენტის ვალდებულებას ემსახუროს ქვეყანას და იყოს ბალანსის შემომტანი პოლიტიკურ პროცესებში, იყოს კონსტიტუციურობის დაცვის გარანტი.

ეს არის ძალიან დიდი პატივი და ის ფაქტი, რომ მე ვერ ვნიშნავ ან ვათავისუფლებ მინისტრს არ ამცირებს ჩემს ვალდებულებას.

არ მგონია, რომ ჩემი საპრეზიდენტო მანდატი, რომელიც მოსახლეობამ დამაკისრა და ეს ყველა საქართველოს მოქალაქის პრეზიდენტობას ნიშნავს და არა რომელიმე ძალია არ მგონია, რომ ეს უნდა შევცვალო.

საპარლამენტო არჩევნებში მე პოლიტიკური ძალის შექმნას არ ვაპირებ, რადგან მე ხალხმა ეს დამავალა. რაც შეეხება მომავალ არჩევნებს დღეს განცხადებას მივიღებ თუ არა მონაწილეობას არ გავაკეთებ,”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g