LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი – გვაქვს პერსპექტივა, წლის ბოლოს დავიწყოთ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები და სწორედ ამას ებრძვის დღეს ეს კანონი

142
prepre

გვაქვს პერსპექტივა, რომ ამ წლის ბოლოს დავიწყოთ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები და სწორედ ამას ებრძვის დღეს ეს კანონი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა TV 5 Monde-თან ინტერვიუში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა კანონის ინიცირება მოსკოვის ინტერესებს შეესაბამება.

„მე შეშფოთებული ვარ ამ კანონის შემობრუნებით, რომელიც უკუაგდო სრულიად საქართველოს მოსახლეობამ, რამაც მოგვცა საშუალება, რომ მიგვეღო გასული წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი. ჩვენ ამ გზაზე ვდგავართ. გვაქვს პერსპექტივა, რომ ამ წლის ბოლოს დავიწყოთ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები და სწორედ ამას ებრძვის დღეს ეს კანონი, და არა მხოლოდ ეს, არამედ კანონების მთელი სერია, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპისაკენ მიმავალ გზას. ეს გადაწყვეტილება შეესაბამება მოსკოვის ინტერესებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პოპულარულები