Wagner-ის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს ულტიმატუმით მიმართავს, რომ ვაგნერელები დატოვებენ ბახმუტს, თუ საბრძოლო მასალის დეფიციტის პრობლემა არ მოგვარდება.
ამის შესახებ პრიგოჟინმა “სამხედრო კორესპონდენტთან” სემიონ პეგოვთან ინტერვიუში ისაუბრა.
„თუ საბრძოლო მასალის დეფიციტს არ შეავსებენ, ჩვენ იძულებული ვიქნებით, ორგანიზებულად, რომ მერე მშიშარა ვირთხებივით გაქცევა არ მოგვიწიოს, ან გავიდეთ, ან სასიკვდილოდ დავრჩეთ. მოსალოდნელია, რომ იძულებული ვიქნებით, დანაყოფების ნაწილი გავიყვანოთ. მერე კი, როგორც არ უნდა უნდოდეთ ჩვენს ბიუროკრატებს, ჩამოიშლება სხვა ყველაფერიც” ,- თქვა პრიგოჟინმა.