LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინც ჰარის რჩეული მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალია

101

პრინც ჰარის რჩეული ათენა რუსელ-ონასისია. წყაროს ცნობით, წყვილი ერთმანეთს დიდი ხანია რაც იცნობს. ბოლო დრომდე ისინი მეგობრობდნენ, თუმცა ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც 31 წლის ონასისი მეუღლეს დაშორდა.

„ჰარის გოგონების პრობლემა არ აქვს, მაგრამ ეს ვარიანტი მან თავად აირჩია – ის ათენას ცრემლებს წმენდდა მაშინ, როდესაც მას ყველაზე მეტად სჭირდებოდა“, – აცხადებს ინსაიდერი.

შეგახსენებთ, რომ ათენა მირანდა რუსელ-ონასისი არისტოტელე ონასისის შვილიშვილია. 18 წლის ასაკში მან ბაბუის ქონების ნახევარი – 2,7 მილიარდი დოლარი მიიღო და მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალიც გახდა. შედარებისთვის, პრინცის ქონება ამ დროისთვის 425 მილიონი დოლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები