მუსიკოსმა ელტონ ჯონმა მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ქორწილის გამო, ორი დაგეგმილი კონცერტი გადადო.
ცერემონია 19 მაისს გაიმართება, ხოლო მასზე მოსახვედრად მუსიკოსმა 18 და 19 მაისს გასამართ კონცერტებზე უარი თქვა.
ელტონ ჯონი – პრინცესა დიანას ახლო მეგობარი იყო, შესაბამისად ის მის შვილებთანაც მეგობრობს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, ვარსკვლავი კონცერტზე იმღერებს თუ უბრალოდ სტუმარი იქნება.