LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინც კარლ ფილიპსა და პრინცესა სოფიას ვაჟი შეძინათ

269

შვედეთის სამეფო ოჯახში მატებაა. პრინც კარლ ფილიპსა და მის მეუღლეს, პრინცესა სოფიას პირველი ვაჟი შეეძინათ. პატარას სახელი ჯერ უცნობია. ის სამშაბათს დაიბადა და დღეს დედა-შვილი სამშობიაროდან გაწერეს. სწორედ დღეს გავრცელდა სამეფო წყვილის პირველი ფოტო ვაჟთან ერთად, რომელიც სამშობიაროშია გადაღებული.

შეგახსენებთ, რომ სამეფო წყვილი 2015 წლის ივნისში დაქორწინდა. პრინცთან ქორწინებამდე სოფია ტელეწამყვანად მუშაობდა. სამეფო ოჯახში პირველი შვილი კარლ ფილიპის და, პრინცესა ვიქტორიაა, რომელსაც ცოტა ხნის წინ მეორე შვილი შეეძინა. სწორედ ვიქტორიაა ტახტის მომავალი მემკვიდრე.

princess-sofia-main--z

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g