LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცებმა, უილიამმა და ჰარიმ ტელეფონით  ისაუბრეს –  მედიატორის როლი ქეით მიდლტონმა ითავა

427
royalfamily

ცნობილია, რომ დაპირისპირებისა და სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, პრინცი ჰარი და პრინცი უილიამი ერთად პირველად 17 აპრილს გამოჩნდებიან. ძმები ბაბუის, პრინცი ფილიპის დაკრძალვის ცერემონიაში მიიღებენ მონაწილეობას. იქამდე კი ცნობილი ხდება, რომ ძმებმა უკვე ისაუბრეს ტელეფონით და დაკრძალვის ცერემონიალის პროცედურა შეათანხმეს.

მედია წერს, რომ ძმების შერიგების ინიციატორი ქეით მიდლტონია. სწორედ მისი ძალისხმევით შედგა სატელეფონო საუბარი. სამომავლოდ ქეითი უილიამისა და ჰარის შერიგებასაც გეგმავს.

ამ დრომდე ძმების სატელეფონო საუბრის სხვა დეტალები უცნობია. პრინცი ჰარი ამჯერად იზოლაციაში, უინძორის სასახლეში იმყოფება. ამ პროცესებს წინ უძღოდა ჰარისა და მეგან  მარკლის სკანდალური ინტერვიუ, სადაც მეუღლეებმა სამეფო ოჯახი რასიზმში დაადანაშაულეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები