LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცესა დაიანას 29 წლის ძმისშვილი და მისი 60 წლის საქმრო კეიპტაუნში (ფოტო)

512
4

იანვრის დასაწყისში მედიაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრინცესა დაიანას ძმისშვილი, ლედი კიტი სპენსერი 60 წლის მილიარდელზე, მაიკლ ლუისზე თხოვდება. ამ დრომდე სპენსერების ოჯახს ამ თემაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. ინფორმაცია თავად 29 წლის კიტი სპენსერმა დაადასტურა, როდესაც 80 მილიონი ფუნტი სტერლინგის მფლობელ საქმროსთან კოცნის ფოტო გავრცელდა.

კიტი და მაიკლი პაპარაცებმა კეიპტაუნში დასვენებისას გამოიჭირეს, სადაც შეყვარებულები ღია კაფეში ისხდნენ და ერთმანეთს კოცნიდნენ. საინტერესოა, რომ ლედი კიტი სპენსერისთვის ეს პირველი ქორწინებაა, მაიკ ლუისისთვის კი, მეორე. მას სამი შვილი ჰყავს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g