LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცესა დაიანას პირადი კაბრიოლეტი აუქციონზე გაიყიდება

290
prncdiana-audi

კაბრიოლეტი Audi 80, 1994 წლის გამოშვება, რომელიც პრინცესა დაიანას ეკუთვნოდა, აუქციონზე გაიყიდება. ლედი დი ღია ავტომობილით თავისი პოპულარობის პიკის დროს გადაადგილდებოდა. Audi–ს შეფასებით, პრინცესას არჩევანმა განსაზღვრა ის ფაქტი, რომ ორკარიანი კაბრიოლეტის გაყიდვები ლამის ორჯერ გაიზარდა.

ტექნიკური თვალსაზრისით ლედი დის ავტომობილი არაფრით არაა გამორჩეული, კაპოტის ქვეშ 2,3 ლიტრის მოცულობის ატმოსფერული „ხუთიანია“ მოთავსებული და აგრეგატს 133 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. გადაცემათა კოლოფი ოთხსაფეხურიანი „ავტომატია“, სალონი კი ტყავითაა გაფორმებული.

პრინცესა დაიანას სიკვიდლის შემდეგ ავტომობილმა რამდენიმე მფლობელი გამოიცვალა. 25 წლის მანძილზე მოდელის გარბენი მხოლოდ 35,4 ათასი კილომეტრია და ტექნიკურად თუ ვიზუალურად ის მშვენიერ მდგომარეობაშია შენარჩუნებული.

აუქციონის წარმომადგენელთა შეფასებით, კაბრიოლეტი 35–დან 40 ათას ფუნტ სტერლინგამდე შეფასდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g