LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცესა დაიანას ულამაზესი ძმისშვილები დაჯილდოებაზე გამოჩნდნენ

106
page

პრინცესა დაიანას ულამაზესი ძმისშვილები, ლედი ელიზა სპენსერი და ლედი ამელია სპენსერი ცოტა ხნის წინ ლონდონში, Savoy Hotel-ში გამართულ „ბუნების დაცვის“ ჯილდოების 2025 წლის ცერემონიას დაესწრნენ.

ორივე ქალბატონმა ამ სოციალური ღონისძიებისთვის ელეგანტური შავი „ლუქი“ აირჩია. ლედი ელიზას გრძელი კაბა ეცვა მოსასხამიანი სახელოებით, ხოლო მის დას, ლედი ამელიას, ქალთევზას სტილის კაბა ეცვა კვადრატული დეკოლტეთი.

ორივე დამ თავისი „ლუქი“ შავი „კლატჩებით“ შეავსო. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პრინცესა დაიანას ძმისშვილები დოჰაში Fashion Trust Arabia 2025-ის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები