დედოფალ ელისაბედის 90 წლის იუბილეზე მსოფლიომ ერდროულად სამი ისტორიული ფოტო იხილა. პირველი ინტერნეტში გუშინ გავრცელდა, სადაც დედოფალი ჩარლზთან, უილიამთან და პრინც ჯორჯთან ერთადაა გადაღებული. დღეს კიდევ ერთი არანაკლებ საინტერესო ფოტო მოხვდა ინტერნეტში, სადაც დედოფალი შვილთაშვილებთანაა გადაღებული და მათ შორისა შარლოტა, რომელიც ელისაბედს კალთაში უზის. ამ ფოტოს ავტორი ცნობილი ფოტოგრაფი, ენი ლეიბოვიცია.
კიდევ ერთ ფოტოზე დედოფალი ელისაბედი ქალიშვილთან, პრინცესა ანასთანაა გადაღებული, ხოლო ბოლო ფოტოზე ის თავის ოთხფეხა მეგობრებთან ერთად პიზირებს. ყველა ეს ფოტო სამეფო ოჯახის საიუბილეო ბარათებზე იბეჭდება.