LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცესა სოფია ახალი იმიჯით  – პრინც კარლ ფილიპის მეუღლე „ქერი ბრედშოუს ფეხსაცმელში“ გამოჩნდა

182
princessofia

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, შვედეთის პრინცესაა სოფია პირველად გამოჩნდა საზოგადოების წინაშე. ის პრინც, კარლ ფილიპთან ერთად სტოკჰოლმში, ოფიციალურ მიღებას დაესწრო. ეს გახლავთ პრინცესას პირველი გამოჩენა მშობიარობის შემდეგ. კარლ ფილიპსა და სოფიას 9 თვის წინ მესამე ვაჟი შეეძინათ.

პრინც ფილიპსა და პრინცესა სოფიას მესამე ვაჟი შეეძინათ – პატარა პრინცის პირველი ფოტო

პრინცესა სოფია ახალი იმიჯით წარსდგა ჟურნალისტების წინაშე. ის „დოროთი შუმაჰერის“ იასამნისფერ კაბასა და „მანოლო ბლანიკის“ ფეხსაცმელში იყო გამოწყობილი. საინტერესოა, რომ პრინცესამ პირველად შეარჩია ფეხსაცმელი, რომელსაც საზოგადოება „ქერი ბრედშოუს“ ფეხსაცმლის სახელით იცნობს. პრინცესას ახალ იმიჯს კიდევ უფრო უსვამდა ხაზს მისი ახლებური ვარცხნილობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g