LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი ჩარლზის მდიდრული „ტესლა“ იყიდება – ფასიც საკმაოდ მდიდრულია – 82 ათასი ფუნტი სტერლინგი

369
teslachrlz

ელექტრნოული „ტესლა“ რომელსაც პრინცი ჩარლზი პირადად იყენებდა, გასაყიდად გამოიტანეს.

Tesla Model S–ით პრინცმა მხოლოდ 6 თვე იარა და 7 ათასი მილის გავლა მოასწრო. საწყისი ღირებულება 82 500 ფუნტი სტერლინგი იქნება.

„დეილი მეილის“ ინფორმაციით, ავტომობილი პრინცს დროებით გადაეცა, რათა მის უდიდებულესობას ეკოლოგიური ტრანსპორტის უკეთ შესწავლა შესძლებოდა. თანაც ჩარლზს უკვე ყავდა ელექტრონული Jaguar I-Pace.

ჩარლზი თავისი „მწვანე“ შეხედულებებით კარგადაა ცნობილი და „ტესლა“ მას მართლაც ძალიან მოეწონა, იმდენადაც კი, რომ საცდელი პერიოდის დასრულების შემდეგ ამერიკულ მწარმოებელს ვადის გადავადება სთხოვა.

ავტომობილის სვლის მარაგი 405 მილია, 100 კმ–მდე ასაჩქარებლად კი 3,1 წამი სჭირდება.

მოდელი სავარაუდოდ ძალიან მალე გაიყიდება, რადგან გარდა იმისა რომ მისი მფლობელი პრინცი იყო, არის კიდევ ერთი საკითხი. ნებისმიერ ბრიტანელს, რომელსაც ახალი Tesla Model S–ის შეძენა მოუნდება, თავისი მანქანის ტრანსპორტირებას მომავალი წლის ბოლომდე უნდა ელოდოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g