დედოფალ ელისაბეტის მეუღლე, პრინცი ფილიპი გარდაიცვალა. ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.
ცნობილი ხდება, რომ ედინბურგის პრინცი უინძორის სასახლეში დაიღუპა, მის გვერდით იყო დედოფალი ელისაბეტი. ცოტა ხნის წინ, პრინცმა გულზე ურთულესი ოპერაცია გადაიტანა და 28 დღე კლინიკაში გაატარა. ის ორი კვირის წინ საავადმყოფოდან გამოწერეს.
შეგახსენებთ, რომ პრინცი ფილიპი და დედოფალი ელისაბეტი 73 წელია ერთად არიან.