გასულ კვირას პრინცი ჰარი ორ ყოფილ მეგობარ გოგონასთან ერთად დააფიქსირეს – ნატალი პინქჰემთან და ასტრიდ ჰარდბორდთან, თუმცა პრინცს ორივე მათგანთან ახლა მხოლოდ მეგობრობა აკავშირებს. ამასთან, ჟურნალისტების ინფორმაციით, ჰარი კვლავ შეყვარებულია – ავსტრალიური ჟურნალის New Idea-ს ცნობით, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი ბერძენი პრინცესათი – მარია-ოლიმპიათია გატაცებული.
29 წლის მარია კრონპრინცესა მარი-შანტალისა და კრონპრინც პავლეს უფროსი შვილია. ქერათმიანი გოგონა ხშირად ხვდება ჟურნალების გარეკანზე.
ტაბლოიდების ინფორმაციით, წყვილმა შვეიცარიის სამთო კურორტზე არდადეგები ერთად გაატარა. პრინცი და პრინცესა საკუთარი ურთიერთობის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.