LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი ჰარი საქორწინო კონტრაქტზე უარს ამბობს

35

როგორც ჩანს, საყვარელ მამაკაცთან დაქორწინებამდე დათმობებზე მარტო მეგან მარკლი არ მიდის. მას შემდეგ, რაც მარკლმა რელიგია შეიცვალა და მსახიობის კარიერა მიატოვა, ურთიერთობის სერიოზულობის დამტკიცება პრინცმა ჰარიმაც გადაწყვიტა: მომავალ მეუღლესთან ის საქორწინო კონტრაქტს არ გააფრმებს. როგორც ჩანს, ჰარის ღრმად სჯერა, რომ ის და მეგანი არასოდეს დაშორდებიან, მიუხედავად იმისა, რომ მეგანი ერთხელ გათხოვილი უკვე იყო.

შედარებისთვის, პრინცის ამჟამინდელი მდგომარეობა 54 მილიონი დოლარით განისაზღვრება, მაშინ, როდესაც მეგანის ანგარიშზე მხოლოდ 7 მილიონი დოლარია.

შეგახსენებთ, რომ თავის დროზე საქორწინო კონტრაქტზე უარი პრინცმა ჩარლზმა თქვა, როდესაც ცოლად პრინცესა დიანა მოჰყავდა. მოგვიანებით იგივე ნაბიჯი გადადგა პრინცმა უილიამმა, როდესაც კეიტ მიდლტონზე ქორწინებოდა.