პრინცმა ჰარიმ კენსინგტონის სასახლეში ბარაკ ობამას უმასპიძლა. „სიენენის“ ინფორმაციით, აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა და პრინცმა ბევრ საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის – ვეტერანებისთვის მხარდაჭერაზე, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
ჰარიმ და ობამამ მანჩესტერში მომხდარი ტერორისტული აქტიც განიხილეს. კენსინგტონის სასახლის განცხადების მიხედვით, ობამა უსამძიმრებს ტერაქტის დროს გარდაცვლილების ოჯახებს, დაშავებულებს კი თანადგომას უცხადებს.
ლონდონში ვიზიტამდე ობამამ შოტლანდიაში გოლფი ითამაშა, მანამდე კი ბერლინს სტუმრობდა, სადაც კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად მანჩესტერის ტერაქტის შესახებ განცხადება გააკეთა.
„მე, როგორც ორი შვილის მამა, შეძრული ვარ მომხდარი ტერაქტის გამო. წარმოუდგენელი სისასტიკე მოხდა მანჩესტერში,“-განაცხადა ობამამ.