LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი ჯორჯი და პრინცესა შარლოტა ბიუჯეტური ბრენდების სამოსში  – ბრიტანელი მონარქების მაგალითი

188
prnwillmnews345

პრინცი უილიამი სანდირგემში გამართულ აუქციონზე შვილებთან ერთად გამოჩნდა. 39 წლის უილიამსს ნორფოლკში 7 წლის პრინცი ჯორჯი და 6 წლის პრინცესა შარლოტა ახლდნენ. ეს ვიზიტი მამის დღეს დაემთხვა, შესაბამისად ოჯახმა გადაწყვიტა ის განსაკუთრებულად აღენიშნა.

საინტერესო იყო პატარა მონარქების ჩაცმის სტილი. როგორც ჩანს, აქ თავისი წვლილი ქეით მიდლტონმა შეიტანა. კემბრიჯის ჰერცოგინია მუდამ ცდილობს დაბალბიუჯეტური ბრენდებს მიანიჭოს უპირატესობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ბავშვებს ეხება. მაგალითად პრინცი ჯორჯი „ბოდენის“ შორტებსა და „ილ გუფოს“ ბოტასებში იყო გამოწყობილი. შარლოტას კი „რალფ ლორენის“ ვარდისფერი სვიტერი ეცვა, რომელიც „ნაიკის“ ბოტასებთან ჰქონდა შეხამებული. არც ერთი სამოსის ღირებულება პატარა მონარქების გარდერობიდან არ აღემატებოდა 100 ფუნტს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები