LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი ჯორჯი კონდიტერის მუზა გახდა (ფოტოები)

91

ბრიტანული სამეფო ტახტის უმცროსი მემკვიდრე, პრინცი ჯორჯი ბირმინგემის ერთ-ერთი წამყვანი საკონდიტროს მუზა გახდა. ამ დღეებში დიდ ბრიტანეთში საკონდიტრო ხელოვნების გამოფენა Cake International 2015 გაიმართა, რომელზეც მთელი სამეფოს საუკეთესო საკონდიტროებმა მიიღეს მონაწილეობა.

ნამუშევრებს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება პრინც ჯორჯის გამოსახულებით შექმნილ ტორტს მოჰყვა. კონდიტერმა ლარა კლარკმა ბიჭუნას ასლი შექმნა, მისი რეალური ზომითა და პროპორციებით.

ტორტის შექმნაში ლარას 30 საათი დასჭირდა, ჯერ-ჯერობით უცნობია, გაიმარჯვა თუ არა კლარკის ნამუშევარმა.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანული სამეფო ოჯახის წევრები ხშირად გამოუსახავთ ამა თუ იმ საკვებზე. მაგალითად, ცოტა ხნის წინ კეიტი, უილიამი და ახლდდაბადებული პრინცესა შარლოტა პიცაზე გამოსახეს.

prince-george-2b-435

prince-george-3b-435

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები