პრინცი ჯორჯი პირველად გამოჩნდა დედოფალ ელიზაბეტთან ერთად სამეფო ოჯახის ისტორიულ ფოტოზე. პირველი კადრი ფოტოსესიიდან, რომელიც ბარათის სახით დაიგზავნება ქვეყნის მასშტაბით, უკვე გამოჩნდა ინტერნეტით. ეს ფოტო სპეციალურად დედოფლის 90 წლის იუბილესთვის გადაიღეს. მასზე დედოფალი პრინც ჩალზთან, უილიამთან და პატარა ჯორჯთან ერთადაა გადაღებული. ეს უკანასკნელი კადრში ფეხზე დგას და მამის ხელი უჭირავს.
ახალი ფოტო, რომელიც უდაოდ ისტორიული გახდება, ბუკინგემის სასახლის თეთრ დარბაზშია გადაღებული. როგორც ფოტოგრაფი რონალდ მაკეჩინი ხსნის, ესაა საუკეთესო ადგილი სამეფო ოჯახის ოთხი თაობის ისტორიის გადმოსაცემად.
