პრინცის ცხედრის კრემაციის შემდეგ მომღერლის მეგობრები და ოჯახის წევრები დაკრძალვისთვის შეიკრიბნენ.
პრინც როჯერ ნელსონის და, თაიკა ნელსონი ძმასთან საბოლოოდ გამოსამშვიდობებლად დაკრძალვის ცერემონიალზე ვარდისფერ-იისფერი თმით გამოჩნდა, ამავე ტონალობის სამოსი ეცვა მგლოვიარეების უმეტესობას.
ოჯახის წევრებს ხელში დიდი ზომის იისფერი ყუთები ეჭირათ, სადაც თაყვანისმცემლებისთვის პრინცის რელიკვიები ეწყო, მათ შორის წიგნი ლეგენდარული მომღერლის შესახებ და მაისურები.
პრინცის მეგობარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სწორედ მომღერლის ნება შეასრულეს, როდესაც მისი კრემაციამ და დაკრძალვამ მხოლოდ ოჯახის წევრების თანხლებით ჩაიარა.
თაყვანისცმემლები დაკრძალვის ცერემონიალის დროს სასაფლაოსთან იისფერი ბუშტებითა და პრინცის პლაკატებით შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი მათ გარდაცვლილი მომღერლის ახლობლებისგან საჩუქრად იისფერი ყუთები მიიღეს.