LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცის გოგო ვარდის ცოლია

117

დიდი ბრიტანეთის პრინცის ჰარის მეგობარი გოგონა ჯეიმი ვარდის ცოლს ითამაშებს.
პრინცს საქმე საამაყოდ აქვს: მისი რჩეული „ლესტერის“ ლიდერის მეუღლეს წააგავს.

ჰარის ქალი მეგან მარკლი ჯეიმი ვარდის ცოლის როლზე აირჩიეს. მოგეხსენებათ, „ლესტერის“ საჩემპიონი სეზონის შესახებ ფილმს იღებენ. 35 წლის მეგანი ინგლისელი ფეხბურთელის ცოლს რებეკას გარეგნულად წააგავს და სერიალებში ნათამაშები როლებითაა ცნობილი.

ფილმის რეჟისორობაზე კი პრეტენზიას აცხადებენ გაი რიჩი, დენი ბოილი და პოლ გრინგრასი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები