LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცისა და კიმ ბესინგერის უცნობი რომანი – შეხვედრიდან დაშორებამდე

220
FORTUNA. GE

თუ მაიკლ ჯექსონი პოპ-მუსიკის მეფე იყო, მაშინ პრინცი, იგივე პრინც როჯერ ნელსონი ნამდვილ პრინცად უნდა მოვიხსენიოთ. მუსიკის კრიტიკოსები მას ფანქ-პოპის შემქნელად მიიჩნევენ და ყველა დროის ყველაზე გამორჩეულ ვოკალისტად აფასებენ. ამავე დროს, ყველა ერთხმად თანხმდება, რომ ის საუკეთესო გიტარისტიც იყო, თუმცა, პრინცის, როგორც ინსტრუმენტალისტის კარიერა, არ შედგა. მუსიკოსკმა მთელი ცხოვრება ბრძოლას მიუძღვნა, ბრძოლას ,,საკუთარი მე”-ს განსამტკიცებლად.

პირველი სიმღერა პრინსმა 7 წლის ასაკში შექმნა, ტრეკს ერქვა Funk Machine. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსი 158 სანტიმეტრი სიმაღლის იყო, ის სასკოლო ასაკში კალათბურთს თამაშობდა, თანაც მინესოტას საუკეთესო კლუბში. კარიერის დასაწყისში პრინცს ძალიან უჭირდა მატერიალურად. ამბობენ, რომ  მას საკვების შესაძენი ფულიც კი არ ჰქონდა და „მაკდონალდსის“ მახლობლად მხოლოდ იმიტომ ტრიალებდა, რომ საკვების სუნი შეეგრძნო. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ პრინცი მონაწილეობდა მადონას ალბომის Like a Prayer-ის ჩაწერაში. ცხოვრების მანძილზე მას ბევრი ფსევდონიმი ჰქონდა, მაგალითად ბავშვობაში მას Skipper-ს ეძახდნენ. მოგვიანებით Alexander Nevermind-ის სახელით მოიხსენიებდნენ, თუმცა მუსიკის ისტორიაში ის პრინცის უკვდავი სახელითაა ცნობილი.

საინტერესოა, რომ როდესაც ნიუ-იოკრში ჯონ ლენონი მოკლეს, პრინცი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და მკვლელობის თვითმხილველიც გახდა. რაც ეხება სიმღერას Purple Rain, მისთვის ტექსტის დაწერა პრინცმა სტივი ნიკსს სთხოვა, რომელმაც უარი განაცხდა. მიზეზი 11 წუთიანი მელოდიისთვის ტექსტის შერჩევა გახდა, ნიკსს უბრალოდ შეეშინდა. ყველაფერი რომ უკეთესობისკენ ხდება, ამას ისტორიაც ადასტურებს. უარის მერე პრინცმა ტექსტი თავად დაწერა და შედევრი შეიქმნა. პრინცი ცხოვრების ბოლო წლებში იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციას შეუერთდა, რწმენის გამო მან რამდენიმე სიმღერის შესრულებაზე უარი თქვა, რადგან სიმღერის ტექსტი უცენზუროდ ჩათვალა.

პრინცს ვიზუალით ხშირად პრინც ჩარლზსს ადარებნდნენ, თუმცა, მუსიკოსს ეს ფაქტი არ მოსწონდა. ასევე არ უყვარდა, როდესაც მის სიმღერებს სხვა მუსიკოსები მღეროდნენ, ზოგადად პრინცი ძალიან არ სწყალობდა ქავერებს. სამაგიეროდ უყვარდა გემრიელი კერძები, განსაკუთრებით სპაგეტი და ფორთხოლის წვენი.

ამბობენ, რომ ის არასოდეს უსმენდა საკუთარ მუსიკას სახლში. სხვათა შორის მაიკლ ჯექსონი ოცნებობდა, რომ პრინცს მასთან ერთად დუეტში ემღერა ცნობილი ჰიტი Bad, მაგრამ პრინცმა უარი თქვა, ალბათ საინტერესოა რატომ, მომღერალს უბრალოდ  სიმღერა არ მოეწონა. სამაგიეროდ სიამოვნებით დათანხმდა მონაწილეობა მიეღო ბეტმენის საუნდტრეკის შექმნაში, არა იმიტომ რომ მელოდია მოსწონდა, არამედ იმიტომ, რომ კიმ ბესინგერზე იყო შეყვარებული. ისე მოხდა, რომ წყვილი დაახლოვდა და გადაღებების დასრულების შემდეგ შეხვედრებიც დაიწყო…

მუსიკოსის ანგარიშზე 600-ზე მეტი სიმღერაა, რაც ბევრად მეტია, ვიდრე ლეგენდარული The Beatles-ის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g