LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ დედოფალს იუბილე ტელეფონით მიულოცეს

90
elizabetbirthdaypresenttt

დედოფალ ელისაბეტის იუბილე წელს უჩვეულოდ მშვიდი გამოდგა. მონარქმა პანდემიის გამო, ყველა წინასწარ დაგეგმილი ღონისძიება გააუქმა. დედოფალს იუბილე ოჯახის წევრებმა ერთმანეთის მიყოლებით მიულოცეს. პირველები სოციალურ ქსელში პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი გამოჩნდნენ.

ყველაზე საინტერესო იყო პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის მილოცვა. სამეფო ოჯახიდან წასულმა წყვილმა დედოფალს დაბადების დღე პირადად მიულოცა. ცნობილი ხდება, რომ ჰარი ბებიას ტელელფონით დაუკავშირდა, მოგვიანებით დედოფალს მეგან მარკლიც ესაუბრა, საუბარში ჩართეს 11 თვის პრინცი არჩიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g