პრინცმა ჰარიმ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან ბარაკ ობამასთან ინტერვიუ ჩაწერა.
ინტერვიუს „ბიბისი“ 27 დეკემბერს გამოაქვეყნებს. დღეს “ბიბისიმ” ამ ინტერვიუსთვის მზადების ფრაგმენტები გამოაქვეყნა, სადაც ბარაკ ობამა, ჩვეულებისამებრ ხუმრობს.
ვიდეოში ობამა ხუმრობით ეკითხება ჰარის: სწრაფად უნდა ვისაუბრო? საერთოდ, ნელა ვსაუბრობ… აუცილებელია რომ ბრიტანული აქცენტით ვილაპარაკო?
ჰარი პასუხობს: თუ დიდ პაუზებს აიღებთ წინადადებებს შორის “იმ სახის” მიღება მოგიწევთ.
პრინცი ჰარი აღნიშნავს, რომ ინტერვიუს გამო, ძალიან ნერვიულობს, თუმცა პრეზიდენტს როლების გაცვლაზე არ დათანხმდა.
ინტერვიუ სექტემბერში კანადაშია ჩაწერილი.
https://www.youtube.com/watch?v=dAsiMo2IKLI