პრინცი უილიამი 17 წლის მოზარდის გადარჩენას შეეცადა, რომელიც ლონდონის წყალსაცავში მდებარე აკრძალულ ადგილას ცურავდა. იგი კონკრეტულ ადგილას მისვლას შეცადა, თუმცა ძალები ვერ გათვალა და გარდაიცვალა.
ინციდენტიდან დაახლოებით ერთ საათში სასწრაფო დახმარების ბიგადა ვერტმფრენით მიფრინდა, რომლის საჭესაც პრინცი უილიამი მართავდა. გადასარჩენ ოპერაციაში მონაწილეობის მიღება პრინცმაც გადაწყვიტა, თუმცა ის ტრაგიკულად დასრულდა. შესაბამისი ვიდეო ქსელში გავრცელდა.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში უილიამი სამაშველო ავიაციაში მუშაობს. მას აქვს პილოტის სერთიფიკატი, რომელიც 2008 წელს მიიღო.